შპს “პაუერტექსი”-ს მიერ შემოთავაზებული ტექნიკა აპრობირებულია საქართველოში და წარმატებით მუშაობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი კომპანია დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს თავაზობს შემდეგ ტექნიკას და მომსახურებას:
- დამტვირთველები, ექსკავატორები, ექსკავატორ-დამტვირთველები, ბეტონმრევები, გრეიდერები, ბულდოზერები, გრუნტის სატკეპნები;
- ასფალტის და ბეტონის ქარხნების, აგრეთვე ქვის სამტვრევების (“დრაბილკა”) კომპლექსები;
- სავალი ნაწილის და ძრავის ორიგინალი და OEM მარაგ-ნაწილები;
- საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
შპს “პაურტექსი” არის შემდეგი კომპანიების წარმომადგენელი საქართველოში:
- LONKING HOLDINGS LIMITED, ჩინეთი
– ჩანგლიანი დამტვირთველები, მინი-დამტვირთველები, ექსკავატორები, გრუნტის სატკეპნები, გრეიდერები, ბულდოზერები;
ყველა პროდუქციის ძირითად კომპონენტებზე ვრცელდება ქარხნის 24- თვიანი გარანტია სწორი ექსპლუატაციის პირობებში.
- CONSTMACH, თურქეთი
– ბეტონის ქარხნები, ქვის სამტვრევები (“დრაბილკა”), ქვიშის კლასიფიკატორები.
ყველა პროდუქციის ძირითად კომპონენტებზე ვრცელდება ქარხნის 24- თვიანი გარანტია სწორი ექსპლუატაციის პირობებში.
- D’AVINO GROUP, იტალია
– თვითჩატვირთვადი ბეტონმრევები – მობილური ბეტონის ქარხნები;
– თვითმცლელები;
– სანათი დანადგარები სამშენებლო ობიექტებისთვის.