- მინი დამტვირთველები
- LONKING-ის მინი დამტვირთველებში დამონტაჟებული როგორც საიმედო ჩინური Xinchai-ის, ასევე ორიგინალი იაპონური Kubota-ს ძრავები. მავნე ნივთიერებების და გამონაბოლქვი გაზების შემცველობა თავსებადია ევრო-3-ის ეკოლოგიურ სტანდარტთან. დამტვირთველებში დამონტაჟებულია მართვის მოხერხებული პანელი და ფართო კაბინა უსაფრთხოების მაღალი დონით, რომელიც განპირობებულია გაძლიერებული ჩარჩოთი ROPS/FOPS. გერმანული წარმოების ჰიდრავლიკური Rexroth გამოირჩევა განსაკუთრებული საიმედოობით. ერგონომიკული თვისებების გასაძლიერებლად მინი-დამტვირთველებში რეალიზებულია ორპოზიციანი მართვის სისტემა.
Lonking Holdings Limited დაარსდა 1993 წელს ჩინეთში და ითვლება სამშენებლო და ლოჯისტიკური ტექნიკის ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებლად. 2005 წლიდან კომპანია ჰონკონგის ბირჟის მონაწილეა (კოდი: 3339) და შედის მსოფლიოს სამშენებლო ტექნიკის უდიდეს მწარმოებელთა 50-ში.
Lonking Holdings Limited-ს გააჩნია 18 შვილობილი კომპანია 4 საწარმოო ბაზა, რომელიც მდებარეობს ჩინეთის პროვინცია ფუციანში და უჭირავს 3 მილიონი კვ.მ ფართი.
Lonking Holdings Limited -ი აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:
- LONKING (SHANGHAI) MACHINARY CO., LTD; — ფრონტალური დამტვირთველების წარმოება
- LONKING (SHANGHAI) ROAD CONSTRUCTION MACHINARY CO., LTD; — გრუნტის და ასფალტის სატკეპნების წარმოება.
- LONKING (SHANGHAI) EXCAVATOR CO., LTD; — ექსკავატორების წარმოება
- LONKING (SHANGHAI) FORKLIFT CO., LTD; — ჩანგლიანი დამტვირთველების წარმოება.
კომპანია უშვებს საკუთარი წარმოების გადაცემათა კოლოფებს, ხიდებს, ჰიდრო-ტრანსფორმატორებს და ჰიდრავლიკურ კომპონენტებს.