- ავტო-გრეიდერი
LONKING-ის ავტო-გრეიდერებში დამონტაჟებულია CUMMINS-ის 6- ცილინდრიანი ძრავა, რომელიც გამოირჩევა მაღალი წარმადობით, ეკონომიურობით და მავნე ნივთიერების დაბალი გაფრქვევით ატმოსფეროში.
გრეიდერებში დაყენებული გერმანული ZF-ის ჰიდრავლიკური სისტემა და ტრანსმისია, ასევე REXROTH-ის 2-დისკიანი ჰიდრავლიკური სისტემა.
უკანა ხიდი არის ამერიკული „NO-SPIN“ სისტემის, რაც უზრუნველყოფს გრეიდერის კომფორტულ მართვას. ერგონომიკულ კაბინაში დამონტაჟებულია მართვის მოხერხებული პანელი, კონდიციონერი და/ან გათბობა.
Lonking Holdings Limited დაარსდა 1993 წელს ჩინეთში და ითვლება სამშენებლო და ლოჯისტიკური ტექნიკის ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებლად. 2005 წლიდან კომპანია ჰონკონგის ბირჟის მონაწილეა (კოდი: 3339) და შედის მსოფლიოს სამშენებლო ტექნიკის უდიდეს მწარმოებელთა 50-ში.
Lonking Holdings Limited-ს გააჩნია 18 შვილობილი კომპანია 4 საწარმოო ბაზა, რომელიც მდებარეობს ჩინეთის პროვინცია ფუციანში და უჭირავს 3 მილიონი კვ.მ ფართი.
Lonking Holdings Limited -ი აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:
- LONKING (SHANGHAI) MACHINARY CO., LTD; — ფრონტალური დამტვირთველების წარმოება
- LONKING (SHANGHAI) ROAD CONSTRUCTION MACHINARY CO., LTD; — გრუნტის და ასფალტის სატკეპნების წარმოება.
- LONKING (SHANGHAI) EXCAVATOR CO., LTD; — ექსკავატორების წარმოება
- LONKING (SHANGHAI) FORKLIFT CO., LTD; — ჩანგლიანი დამტვირთველების წარმოება.
კომპანია უშვებს საკუთარი წარმოების გადაცემათა კოლოფებს, ხიდებს, ჰიდრო-ტრანსფორმატორებს და ჰიდრავლიკურ კომპონენტებს.