- გრუნტის სატკეპნები
LONKING-ის გრუნტის სატკეპნებში დამონტაჟებულია CUMMINS-ის კონცერნის ძრავები, REXROTH-ის ჰიდრავლიკური სისტემის კომპონენტები, პანორამული კაბინა ROPS/FOPS, რეალიზებული ვიბრაციის ერთ-ლილვიანი ჰიდრავლიკური სისტემა, ასევე ვიბრო-კომპენსაციის სისტემა, რომელიც ყველა ერთად აღებული ხელს უწყობს შრომის ნაყოფიერების ზრდას, კომფორტს და უსაფრთხო ექსპლუატაციას.
LONKING-ი საგზაო ტექნიკას და მათ შორის სატკეპნებს აწარმოებს 1993 წლიდან და მისი ტექნიკა პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რადგან მის მანქანებს აერთიანებს მისაღები ფასი, კარგი დიზაინი, მართვის მოხერხებული პანელი და გამძლეობა.
აღნიშნული საგზაო ტექნიკა გამოირჩევა რჩეული კომპლექტაციით და მარტივი ტექ-მომსახურებით.
Lonking Holdings Limited დაარსდა 1993 წელს ჩინეთში და ითვლება სამშენებლო და ლოჯისტიკური ტექნიკის ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებლად. 2005 წლიდან კომპანია ჰონკონგის ბირჟის მონაწილეა (კოდი: 3339) და შედის მსოფლიოს სამშენებლო ტექნიკის უდიდეს მწარმოებელთა 50-ში.
Lonking Holdings Limited-ს გააჩნია 18 შვილობილი კომპანია 4 საწარმოო ბაზა, რომელიც მდებარეობს ჩინეთის პროვინცია ფუციანში და უჭირავს 3 მილიონი კვ.მ ფართი.
Lonking Holdings Limited -ი აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:
- LONKING (SHANGHAI) MACHINARY CO., LTD; — ფრონტალური დამტვირთველების წარმოება
- LONKING (SHANGHAI) ROAD CONSTRUCTION MACHINARY CO., LTD; — გრუნტის და ასფალტის სატკეპნების წარმოება.
- LONKING (SHANGHAI) EXCAVATOR CO., LTD; — ექსკავატორების წარმოება
- LONKING (SHANGHAI) FORKLIFT CO., LTD; — ჩანგლიანი დამტვირთველების წარმოება.
კომპანია უშვებს საკუთარი წარმოების გადაცემათა კოლოფებს, ხიდებს, ჰიდრო-ტრანსფორმატორებს და ჰიდრავლიკურ კომპონენტებს.